Thumbnail

ჯასტინ ბიბერი: იცით, რა შედეგამდე მიდის ვარსკვლავად ქცეული ბავშვის ცხოვრება?

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელი პოპვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი ინსტაგრამზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ბავშვობაში მიღწეული წარმატებისა და პოპულარობის უარყოფით მხარეებზე საუბრობს.

► ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი ქორწილს სექტემბერში გეგმავენ

► მოუსმინეთ: Bad Guy ბილი აილიშისა და ჯასტინ ბიბერის შესრულებით

► მოუსმინეთ: Chris Brown - Don't Check On Me Ft. Justin Bieber & Ink

"მიგიქცევიათ ყურადღება, რა შედეგამდე მიდის ვარსკვლავად ქცეული ბავშვის ცხოვრება? ამ დროს იმხელა წნეხი და პასუხისმგებლობა გეკისრება. 13 წლის ბიჭი პატარა ქალაქიდან უცებ მილიონობით ადამიანს შევუყვარდი. ბევრი ფულის, ტანსაცმლის, მანქანების, აღიარების, ჯილდოების და მიღწევების ფონზე თავს მაინც შეუმდგარ ადამიანად ვგრძნობდი. 20 წლის ასაკამდე ძალიან ცუდ გადაწყვეტილებებს ვიღებდი. შედეგად, ყველასთვის საყვარელი ბიჭიდან ვიქეცი პიროვნებად, რომელსაც დასცინიან, მუდმივად აკრიტიკებენ და ვერ იტანენ. 19 წლის ასაკში დავიწყე საკმაოდ მძიმე ნარკოტიკების მოხმარება. უხეში ვიყავი ყველანაირ ურთიერთობაში და საშინლად ვექცეოდი ქალებს. ყველას ჩამოვშორდი, ვისაც ვუყვარდი. მეგონა, ვეღარაფერს შევცვლიდი. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ მაშინაც კი, როცა გარემოებები შენს წინააღმდეგაა მომართული, ბრძოლა უნდა განაგრძო. იესოს უყვარხარ. გამოიჩინე სიკეთე, იყავი გამბედავი და გიყვარდეს ადამიანები არა შენ მიერ დაწესებული სტანდარტებით, არამედ ღვთის მიერ ბოძებული წრფელი სიყვარულით", - წერს არტისტი სოციალურ ქსელში.

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 140 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself,  Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული