Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Soundwave: Zola Jesus

12 სექტემბერი (ხუთშაბათი)

12 სექტემბერს Soundwave ახალი სეზონის პირველ სესიაზე მსოფლიო ანდერგრაუნდ სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, ნიკა როზა დანილოვას, იგივე Zola Jesus-ს მასპინძლობს. ამერიკელ მუსიკოსთან ერთად მსმენელთა წინაშე Anushka Chkeidze წარდგება. ღონისძიება რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ჩატარდება. 

4. დევიდ გარეტის კონცერტი სპორტის სასახლეში 

13 სექტემბერი (პარასკევი)

13 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეში კონცერტს ცნობილი მევიოლინე David Garrett გამართავს. მუსიკოსი საქართველოს ახალი ალბომით Unlimited-Live 2019 ეწვევა და შემოქმედებითი მოღვაწეობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. 

3. BASSIANI / HOROOM: Function | NDRX | ATEQ | HVL

13 სექტემბერი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" ტექნო სცენის გამორჩეულ წარმომადგენელს, Function-ს მასპინძლობს. ​​​მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას NDRX დაიკავებს. "ჰორუმში" კი მსმენელთა წინაშე ლეიბლ Giegling-ის თანადამფუძნებელი ATEQ და ქართველი არტისტი HVL წარდგებიან. 

2. Boiler Room X Mzesumzira X KHIDI

13 სექტემბერი (პარასკევი)

პარასკევს Boiler Room-თან პარტნიორობითა და Mzesumzira-ს მასპინძლობით KHIDI წარმოგიდგენთ 6-საათიან ტრანსლაციას eZo Festival-ის მთავარი სცენიდან. მსმენელთა წინაშე "მზესუმზირას" და "ხიდის" რეზიდენტები, ასევე იტალიელი დიჯეი Alessandro Adriani წარდგებიან. ეთერის დასრულების შემდეგ კი საკლუბო ღამეს ბრიტანელი არტისტი Nabihah Iqbal, დეტროიტელი მუსიკოსი Marcellus Pittman, EKNR და ღონისძიების სხვა მონაწილეები გააგრძელებენ.

1. Mtkvarze: Z@P | Bekuchi | Ash Scholem | Zurkin | Kraumur

14 სექტემბერი (შაბათი)

შაბათს კლუბი "მტკვარზე" ბერლინში მოღვაწე ურუგვაელ დიჯეისა და პროდიუსერს, Z@P-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Bekuchi და Ash Scholem დაიკავებენ. პატარა ოთახში კი Zurkin და Kraumur დაუკრავენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული