Thumbnail

მოუსმინეთ: Sf-x - როცა ბედნიერი ხარ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი ზაზა ნოზაძე, ფსევდონიმით Sf-x, მსმენელს ორთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. რეპერმა ახალი კომპოზიცია "როცა ბედნიერი ხარ" გამოაქვეყნა, რომელშიც აუტოტუნი მისთვის უჩვეულოდ დიდი დოზით გამოიყენა. ჩანაწერის პროდიუსერი ახალგაზრდა მუსიკოსი Omar`K გახლავთ, რომელთანაც შემსრულებელი ბოლო პერიოდში ხშირად თანამშრომლობს.

► ნახეთ: ზაზა ნოზაძემ სარეკლამო ვიდეორგოლი გაავრცელა 

► მოუსმინეთ: Sf-x - თავიდან 

► ნახეთ: Kriss - რა სურთ ქალებს?! Ft. SF-X & DuDa

ზაზა ნოზაძემ შემოქმედებითი კარიერა 2010-იან წლებში დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში "ქსელი 56" მოღვაწეობით გახდა. 2018 წლის დეკემბერში რეპერმა სადებიუტო ალბომი "თბილისიდან" გაავრცელა.   

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული