Thumbnail

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემოქმედებითი კოლექტივის Dreamville წევრი დუეტი EarthGang მსმენელს მორიგ ახალ კომპოზიციას Ready To Die და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერის ჯგუფის მომავალი ალბომის MirrorLand სინგლია. სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 6 სექტემბერს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: EarthGang - Up 

► მოუსმინეთ: EarthGang - Proud Of U Ft. Young Thug 

დუეტმა, რომელიც 2008 წელს ჩამოყალიბდა, სადებიუტო EP სახელწოდებით The Better Party 2010 წელს გამოუშვა. დღემდე გაერთიანებამ 3 სტუდიური ალბომი გამოსცა. 2016 წლიდან ჯგუფი პოპულარული რეპერის, J. Cole-ის მიერ დაფუძნებული ლეიბლის Dreamville Records წევრია. აღსანიშნავია, რომ მუსიკის კრიტიკოსები კოლექტივს ლეგენდარულ ჰიპ ჰოპ დუეტს, Outkast-ს ადარებენ. მათ შემოქმედებაზე "აუთქასთის" გავლენას არც თავად არტისტები მალავენ.   

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული