Thumbnail

ვეტერანი კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯონ ოსტინ IV, ფსევდონიმით Ras Kass, ახალ კომპოზიციას LL Cool J ავრცელებს. ჩანაწერში ლეგენდარული დასავლელი რეპერი Snoop Dogg მონაწილეობს, რომელმაც კოლეგასთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ტრეკი რას კასის მომავალ ალბომში Soul On Ice 2 იქნება წარმოდგენილი.

► მოუსმინეთ: Ras Kass - Guns N' Roses Ft. Styles P & Lil' Fame 

რას კასი დასავლეთ სანაპიროს ჰიპ ჰოპის ლეგენდაა. მან მუსიკალური კარიერა 1996 წელს დაიწყო და დღემდე ორმოცამდე სტუდიური ჩანაწერი გამოუშვა. ოსტინი ფართო საზოგადოებამ სადებიუტო ალბომით Soul On Ice გაიცნო, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. მისი ბოლოდროინდელი შემოქმედებიდან კი მსმენელმა 2014 წლის კოლაბორაციული ნამუშევარი Blasphemy გამოარჩია, რომელზეც კალიფორნიელმა შემსრულებელმა დეტროიტელ პროდიუსერ აპოლო ბრაუნთან ერთად იმუშავა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული