Thumbnail

ჰიპ ჰოპ არტისტი ლაშა აბრამიძე, ფსევდონიმით Cas, ახალ კომპოზიციას "ვაკეთებ" ავრცელებს. ჩანაწერში ცნობილი გაერთიანების "ქსელის 56" წევრები, პოპულარული რეპერი ზაზა ნოზაძე, ფსევდონიმით Sf-x და ახალბედა მუსიკოსი კრისტი კვიწინია, იგივე Kriss მონაწილეობენ. ტრეკი Ghost Records-ში ჩაიწერა. ნამუშევრის პროდიუსერი თავად ლაშა გახლავთ.

► ნახეთ: Cas - Slam Dunk Ft. Koa Mohawke 

► მოუსმინეთ: Cas - პანორამა Ft. Kay G 

► მოუსმინეთ: Cas - მე მინდა მეტი Part 2 Feat. Sf-x 

ლაშამ მუსიკალური კარიერა ინგლისურენოვან როკ ბენდში Duality დაიწყო. არტისტი ჯგუფში 2003-07 წლებში მოღვაწეობდა. მოგვიანებით მუსიკოსმა ძალები სხვა ჟანრშიც მოსინჯა და ჰიპ ჰოპ მუსიკის შექმნას შეუდგა. მისი პირველი ოფიციალური ტრეკი "ჩემი ნება რომ იყოს" 2016 წელს გამოიცა. რეპერის პოპულარული კომპოზიციებია "მე მინდა მეტი", "ზომბი ვარ", "ნეტა ვინ" და სხვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული