Thumbnail

ერთთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, პოპულარულმა ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გიორგი შენგელიამ, სასცენო სახელით FuLA, ახალი კომპოზიცია "აპათია" გამოაქვეყნა. ჩანაწერის ინსტრუმენტალის ავტორი კვლავინდებურად საბა ოღრაპიშვილი, იგივე Saba გახლავთ.

► მოუსმინეთ: FuLA - გარედან 

► მოუსმინეთ: FuLA - გამორთე 

► მოუსმინეთ: FuLA - ზის წერილებთან 

ფულამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანებიდან "ქსელი 56" გახდა. ბოლო დროს არტისტი მსმენელს ახალ ნამუშევრებს საკმაოდ ინტენსიურად სთავაზობს. მისი პოპულარული ტრეკებია "გეტოს შვილი", "ნუ ეფარები მზეს", "წავედი მე" და სხვა.   

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული