Thumbnail

მოუსმინეთ: Neil Young & Crazy Horse - Milky Way

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული კანადელი მუსიკოსი, ნილ იანგი ჯგუფ Crazy Horse-სთან ერთად ჩაწერილ სიმღერას Milky Way ავრცელებს. კომპოზიცია არტისტების ერთობლივ ალბომში Colorado შევა, რომელიც დღის სინათლეს 25 ოქტომბერს იხილავს.

ეს პირველი სტუდიური ჩანაწერია, რომელიც ნილ იანგმა და Crazy Horse-მა ბოლო 7 წლის განმავლობაში გამოუშვეს.

ნილ იანგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1960 წელს დაიწყო. მუსიკოსს კარიერაში სამი გრემი აქვს მიღებული. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Harvest Moon, Old Man და Heart Of Gold მოუტანა. 

ჯგუფმა Crazy Horse პოპულარობა ნილ იანგთან თანამშრომლობით მოიპოვა. კოლექტივს დამოუკიდებლად ექვსი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული