Thumbnail

აგვისტო: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2019 წლის აგვისტოში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Thom Yorke & Flea - Daily Battles

ჯგუფ Radiohead-ის ვოკალისტმა, ტომ იორკმა ახალი კომპოზიცია Daily Battles გაავრცელა. ჩანაწერი ედვარდ ნორტონის კრიმინალური დრამის Motherless Brooklyn საუნდტრეკი იქნება. ნამუშევარში ასევე ბენდ Red Hot Chili Peppers-ის ბასისტი Flea მონაწილეობს, რომელსაც იორკთან ერთად სუპერჯგუფი Atoms for Peace აქვს შექმნილი.

9. Brockhampton - Dearly Departed

ახალგაზრდა მუსიკოსებისგან დაკომპლექტებულმა ჰიპ ჰოპ გაერთიანებამ Brockhampton ახალი კომპოზიცია Dearly Departed გაავრცელა. ტრეკი მათ ბოლო ალბომში GINGER არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 23 აგვისტოს ჩაეშვა.

8. Lana Del Rey - Fuck It I Love You & The Greatest

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლანა დელ რეიმ ორ ახალ კომპოზიციაზე Fuck It I Love You და The Greatest გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სიმღერები შემსრულებლის ალბომში Norman Fucking Rockwell! არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 30 აგვისტოს ჩაეშვა.

7. Michael Kiwanuka - You Ain't The Problem

ბრიტანელი მუსიკოსი მაიკლ კივანუკა ახალ კომპოზიციას You Ain’t the Problem ავრცელებს. სიმღერა არტისტის ახალ, რიგით მესამე ალბომში Kiwanuka იქნება წარმოდგენილი, რომელიც 25 ოქტომბერს გამოიცემა.

6. Rapsody - Nina

ჰიპ ჰოპ არტისტი მარლანა ევანსი, სასცენო სახელით Rapsody, კომპოზიციაზე Nina გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ნამუშევარი ლეგენდარულ მუსიკოსს, ნინა სიმონეს ეძღვნება. ტრეკში სწორედ მისი ცნობილი ჩანაწერის Fruit სემპლია გამოყენებული.

5. Big Thief - Not 

ამერიკულმა ინდი როკ ჯგუფმა Big Thief ახალი კომპოზიცია Not გაავრცელა. სიმღერა ბენდის მომავალ ალბომში Two Hands შევა, რომელიც 11 ოქტომბერს გამოიცემა.

4. Pusha T - Coming Home Ft. Lauryn Hill

ვეტერანმა რეპერმა, ტერენს თორნტონმა, ფსევდონიმით Pusha T, ახალი კომპოზიცია Coming Home გამოაქვეყნა, რომელშიც ლეგენდარული შემსრულებელი, ლორინ ჰილი მონაწილეობს. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორები ჩიკაგოელი არტისტი ქანიე ვესთი, გავლენიანი პროდიუსერი მაიკ დინი და გრემის ნომინანტი ჩარლი ჰითი არიან.

3. Chromatics - I Want to Be Alone 

ამერიკულმა ჯგუფმა Chromatics ახალი კომპოზიცია I Want to Be Alone და მასზე შექმნილი ვიდეო გაავრცელა. კლიპის ავტორი ჯონი ჯუელი გახლავთ, რომელსაც ბენდთან აქამდეც არაერთხელ უთანამშრომლია.

2. SiR - Hair Down Ft. Kendrick Lamar

არენბი შემსრულებელმა სერ ფარისმა, ფსევდონიმით SiR, მსმენელს ახალი კომპოზიცია Hair Down და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ჩანაწერში გავლენიანი რეპერი, ქენდრიქ ლამარი მონაწილეობს, პროდიუსერი კი ლეიბლ TDE-ის დამფუძნებელი ენტონი ტიფიტი გახლავთ. 

1. KayaKata - Polo Palace

პოპულარულმა ქართულმა ჰიპ ჰოპ პროექტმა KayaKata ახალი კომპოზიცია Polo Palace გაავრცელა. ტრეკი, რომლის ინსტრუმენტალიც SABANADZE-ს ეკუთვნის, ჯგუფის 18 აგვისტოს გამოსულ სადებიუტო ალბომში "სადაა" არის წარმოდგენილი.

"ამ კომპოზიციის შესახებ შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ის გლობალური ჰიპ ჰოპ ინდუსტრიის სტანდარტებითაც კი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც 2019 წელს მოვისმინეთ", - ვკითხულობთ ალბომის რეცენზიაში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული