Thumbnail

ცნობილი ლეიბლის Cash Money დამფუძნებელი, ჰიპ ჰოპ არტისტი, ბრაიან კრისტოფერ ბრუქსი, ფსევდონიმით Birdman და ჯგუფის Hot Boys წევრები, ლუიზიანელი რეპერები Lil Wayne და Juvenile ახალ კომპოზიციას Ride Dat აქვეყნებენ. მუსიკოსების მორიგი ერთობლივი ტრეკი ბერდმენისა და ჯუვენაილის კოლაბორაციული ალბომის Just Another Gangsta მეორე ნაწილში იქნება წარმოდგენილი.

► მოუსმინეთ: Birdman და Juvenile ალბომს Just Another Gangsta ავრცელებენ 

► ნახეთ: Birdman და Juvenile ვიდეორგოლს Breeze ავრცელებენ 

► Lil Wayne: ახალ ალბომზე The Funeral მუშაობა დავასრულე

ლილ უეინი და ჯუვენაილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Hot Boys მოღვაწეობით გახდნენ. ლეიბლის Cash Money პირველი წარმატებული პროექტი სწორედ ეს კოლექტივი გახლავთ. ამ ჯგუფის არაერთი ალბომის აღმასრულებელი პროდიუსერი კი Birdman იყო. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული