Thumbnail

მოუსმინეთ: ლანა დელ რეიმ ახალი ალბომი Norman Fucking Rockwell გაავრცელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლანა დელ რეიმ რიგით მეექვსე სტუდიური ჩანაწერი Norman Fucking Rockwell გაავრცელა. 14 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომის პროდიუსერი თავად არტისტი და გრემის მფლობელი მუსიკოსი, ჯეკ ანტონოვი არიან. 

► ნახეთ: Lana Del Rey - Fuck It I Love You & The Greatest

► ლანა დელ რეი: მიყვარს ბილი აილიში, საოცრად ნიჭიერია

► ნახეთ: ლანა დელ რეი ახალი ალბომის გარეკანზე ჯეკ ნიკოლსონის შვილიშვილთან ერთად

ლანა დელ რეიმ ალბომის პირველი სინგლი Mariners Apartment Complex შარშან, სექტემბერში გამოუშვა, რასაც მომდევნო თვეებში კომპოზიციები: Venice Bitch, Hope Is a Dangerous Thing for a Woman Like Me to Have – but I Have It და Doin' Time, Fuck It, I Love You და The Greatest მოჰყვა. 

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული