Thumbnail

მწერლის, არტისტისა და სტარტაპ Anima Chatbotics-ის CEO-ს, ჯგუფების Kung Fu Junkie და KayaKata წევრის, ქალაქ სოხუმის თვითაღიარებული მერის, ზურა ჯიშკარიანის 5 საყვარელი კომპოზიცია.

 რეცენზია: KayaKata - Sadaa

[პროლოგი - Intro] Song of Seikilos

კაცობრიობის დღემდე მოღწეული ერთ-ერთი უძველესი love song. ამ სიმღერის ტექსტი და ნოტები ვინმე სეიკილოსმა 2,200 წლის წინ ამოტვიფრა თავისი შეყვარებულის, ეუტეფრეს საფლავის ქვაზე. 

რამდენიმე წლის წინ ნოტების გაშიფვრა მოხერხდა და ბევრმა მუსიკოსმა მისი გახმოვანება სცადა, ზოგმა თანამედროვე, ზოგმაც ძველი საკრავებით. არიან ისეთებიც, რომლებმაც ნახაზების, ნახატებისა და ინტუიციის მიხედვით უკვე გამქრალი და გადაშენებული ინსტრუმენტებიც გააცოცხლეს, რაც საშუალებას გვაძლევს, წარმოვიდგინოთ, რა tunes-ებს უსმენდნენ წინაპრები მაშინ, როცა სამყაროში გაცილებით ნაკლები ხმაური იყო.
 
არავინ იცის, ვინ იყო სეიკილოსი ან ვინ იყო ეუტეფრე. მხოლოდ ქვაზე მინაწერიდან და სიმღერის რამდენიმე კუპლეტიდან ვიგებთ, რომ მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი (ან ყოველ შემთხვევაში, ერთს უეჭველად უყვარდა მეორე) და ამ სიყვარულის ექომ ორიათასორასი წლის განმავლობაში გადაიტანა იმპერიებისა და დინასტიების აღზევება-დაცემები, ომები, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და რაღაცნაირად მაინც მოაღწია ჩვენამდე.

ძველბერძნული წარწერა საფლავის ქვაზე ინგლისურ თარგმანში ასეთია: I am a tombstone, an image. Seikilos placed me here as a long-lasting sign of deathless remembrance.

შემდეგ კი ნოტები და სიმღერის ტექსტი:

While you live, shine
have no grief at all
life exists only for a short while
and Time demands his due

როცა ამერიკელებმა კოსმოსურ ზონდს Voyager ოქროს დისკი გაატანეს, რომელზეც დედამიწის საუნდებია ჩაწერილი: ბავშვების სიცილი, ცხოველების ხმები, მისალმებები სხვადასხვა (ცოცხალ და უკვე მკვდარ) ენაზე და ქართული "ჩაკრულოც", სეიკილოსის ეპიტაფიის ნოტები გაშიფრული არ იყო. სამწუხაროა, რადგან, თუ უცხოპლანეტელები ოდესმე მართლა მოისმენენ ამ დისკს (არ ვიცი, ეს როგორ უნდა მოახერხონ, მაგრამ "ვოიაჯერის" კონსტრუქტორებს მაინც ჰქონდათ ამის იმედი), კარგი იქნებოდა, ეს სასიყვარულო სიმღერაც მოესმინათ და ეგრძნოთ, ამ სასტიკ და დაუნდობელ პლანეტაზე ხანდახან როგორ შეგვიძლია, გვიყვარდეს ერთმანეთი.

სწორედ ამ ეპიტაფიის რეკონსტრუირებას ვცდილობდით ჩვენი პროექტის, AfterLife Design-ის ფარგლებში, რომლის შესახებ შეგიძლიათ, ამ ბმულზე წაიკითხოთ.

5. Current 93 - Hypnagogue: A Dream Prologue (Part III)

Pure poetry! მუსიკა, რომელსაც, უბრალოდ, ფონად ვერ ჩაირთავ, მასთან ერთად უნდა დარჩე და მონაწილეობა მიიღო, როგორც წიგნში ან ომში.

დევიდ ტიბეტს გაუგონარი ოსტატობით შეუძლია, მგელანგელოზის მრისხანებიდან, სადაც წაგებულ ომებს, განადგურებულ არმიებსა და მოკლულ ბავშვებს ახსენებს, ისე მოულოდნელად გადავიდეს მელანქოლიაზე, სიყვარულსა და მონატრებაზე, რომ მოსმენისას შენში არსებული ყველა არქეტიპი, შინაგანი ანგელოზები და დემონები ერთდროულად გაააღვიძოს. მჭრელი, როგორც ხმლის ძლიერი მოქნევა და ნაზი, როგორც ყვავილებით სავსე მინდორი ვარსკვლავიანი ცის ქვეშ. მაგალითად: 

Good morning: How are you? 
I have called to say 
I saw you dreaming of conquests 
Of large wars, bigger walls: 
But: 
I am pleased to say: 
Your houses are dead 
Your children are full of flame 
The horses are dead and the butterflies fall 
God is abroad 
The wind is in the air 
And from the depths 
I point at us all 

იცვლება ტექსტით:

Behind my walls are my Cats. And behind my Cats is a Peacock singing to me of my death and yours. I said to her: "In the silence of an eye, I shall smile and arise, and see someone I used to know sleeping; 
in her room in her bed in her body I was in Paradise.
I am awake in the sound of roses and a young girl's voice".

ბოლოს კი: 

At all these deaths, I remember you beautiful with love and fear with swooping hair biting the words our of your mind, and delivering them to me hating to passing the time, which swept by, as proud as a ghost, whilst we tossed coins to see who would disappear first.

თუ სადღაც 2000 წლის წინ გნოსტიკურ ტომებს არ გაანადგურებდნენ, მათი ერთ-ერთი განშტოების რელიგიური ტექსტები და მიკრო-ბიბლიები ასეთი იქნებოდა.

ინდასტრიალ მუსიკა დღემდე ყველაზე საინტერესო ჟანრად რჩება ჩემთვის, როგორც მუსიკალური ექსპერიმენტების მხრივ, ისე თავისი პოეზიით და, რაც მთავარია, იმით, თუ როგორ იქმნებოდა მისი კონცეფცია - ეზოთერული ტექსტების, პოპ მუსიკისა და სრულიად თავზეხელაღებული საქციელების ნაზავით. იყო დრო, როცა Temple of Psychic Youth-ში 10,000-მდე ადამიანი იყო გაწევრიანებული, ხოლო ჯენეზის პი-ორიჯს ბრიტანული პოლიცია შეუვარდა სახლში, რის გამოც მას დიდი ხანი მიმალვაში მოუწია ყოფნა, ხან ტიმოთი ლირისთან კალიფორნიაში (სადაც ამ ორმა ეს შედევრი შექმნეს - How to Operate Your Brain), ხანაც ინდოეთსა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 

Industrial Musick თავისი კონცეფციის გარეშე არაფერი არაა, ეს კი მსმენელს იმისკენ უბიძგებს, რომ უბრალოდ მოსმენის გარდა, ლიტერატურასა და პოეზიასაც მიმართოს, ინგლისელი ოკულტისტების ნაშრომები გადაშალოს, გნოსტიკური ტექსტები, პი-ორიჯის Psychick Bible და ა.შ. ასე ხდებიან უბრალო მსმენელები გნოსტიკური არმიის მეომრები განსხვავებული ხედვით სამყაროზე.

აქვე, თუ ვინმეს ინდასტრიალ მუსიკის გალაკტიონ ტაბიძე აინტერესებს და ცნობიერების ბნელ ტერიტორიებში ხეტიალის არ ეშინია, ვურჩევ ჩემს საყვარელ Coil-ს. ისეთი ალბომები, როგორიცაა Musick to Play in the Dark, Ape of Naples ან How to Destroy Angels და სხვები, აჩრდილოვანი გიდის როლს მშვენივრად ასრულებენ. 

ხშირად მუსიკისგან მხოლოდ entertaining-ს ითხოვენ, იმას, რომ კარგი იყოს წვეულებაზე ჩასართავად, რომ გაგართოს და ა.შ., მაგრამ, როგორც ტერენს მაკკენა ამბობდა, მას შემდეგ, რაც თანამედროვე სამყაროში ჩამოიშალა და გაქრა შამანის ფუნქცია, ის მეცნიერებსა და არტისტებს უნდა შეეთავსებინათ. ვინ იყო შამანი? ადამიანი, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა სოციალური წრის გარშემო არსებულ ქაოსთან, საჭიროების შემთხვევაში გადადიოდა საკრალურ ქაოტურ სფეროში და ბრუნდებოდა უკან, რათა იქიდან მოეტანა ცოდნა, ახალი ხედვა ან განკურნება.

ჩემთვის ის მუსიკოსები, რომლებსაც შეგიძლია, ხელი ჩაკიდო და სახიფათო და ავარიული ზონების ტერიტორიებზე გაჰყვე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანნი არიან. ვისაც გახსოვთ გალაკტიონის "ლურჯა ცხენები", რომელშიც ის ამბობს ამას:

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, 
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში! 
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი, 
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.

ან ამას:

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს? 
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს? 
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში, 
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!

ჯონ ბალანსი მას შორი ექოთი პასუხობს: 

Where are you?
Are you in some place that we cannot reach?
Are you bathing in moonlight or drowned on the beach?
Where are you?
Are you surrounded by things we cannot penetrate?
Is the cage you love the home you also hate?
Your fear of death attracts such strange objects
Smothering you, hiding you, don't let it spoil you
Show yourself so the others may see you
So the others may feed you
They want to be near you
If you can't get enough of your hypnotic injection
Then it's time to put an end to this invalid function
Poor little ghost boy
Let me be your human toy

Coil-ის მოსმენისას მიხვდებით, რომ გალაკტიონიც ამ ლექსის წერისას და ჯონ ბალანსიც თავის ცალკეულ ტრეკებში ერთსა და იმავე "სამუდამო მხარესთან" მოსაზღვრე ტერიტორიებზე არიან ნამყოფები. 

"Fun" fact: ორივეს სიკვდილის მიზეზი აივნიდან გადავარდნაა. = )

Coil - Fire of the Mind

Rest In Trips John Balance

4. Joy Division / New Order - In a Lonely Place

BPD (პიროვნების მოსაზღვრე აშლილობის) თემებისადმი მიძღვნილ რაღაც საიტზე წავიკითხე: Everyone battles a struggle You know nothing about. So, be kind. Always.

იენ კერტისის ტექსტები და სიმღერის მანერა ამ ბრძოლის ხმაა. ვისაც მსგავსი ემოციები განგიცდიათ, ან მენტალურ საკითხებთან ჭიდაობას გადიხართ, ან დიდხანს დარჩენილხართ ნამდვილ მარტოობასთან →  არც მეგობრები, არც ოჯახის წევრები, არც ბოიფრენდ/გერლფრენდები, არც სოცმედია. სრულიად მარტო. მაშინ განსაკუთრებით მოაქვს.

მარტო შენ და გრძელი ღამე
მარტო შენ და შენი სისხლი
მარტო შენ და როგორ ხმებს გამოსცემენ უფსკრულები.

Hangman looks round as he waits
Cord stretches tight then it breaks
Someday we will die in your dreams
How I wish we were here with you now…

თუ In a Lonely Place საიქიოდან ისმის, Ceremony მის ზღვარზეა.

All she ask's the strength to hold me,
Then again the same old story..

Avenues all lined with trees,
Picture me and then you start watching,
Watching forever, forever,
Watching love grow, forever.

ვინც მსგავს ბრძოლაში ხართ საკუთარ დემონებთან, სულ სხვა ფლანგიდან DMX-საც შეუძლია თქვენი გამხნევება უფრო მარტივი სიტყვებით. ამ ბიჭს დემონებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, შეიძლება ნდობა.

DMX - Slippin'

Rest In Trips Ian Curtis

#FreeDMX

3. The Prodigy - Smack My Bitch Up

 

ეს ტრეკი ერთნაირად გაგდებს ექსტაზში, იმის მიუხედავად, თუ რას აკეთებ - მთელი ღამე პროგრამულ კოდებს წერ, ციფრული ავატარის გაცოცხლებაზე მუშაობ, ჩხუბობ, ცეკვავ party-ზე, თუ მეგობრებს ჩახუტებული ბირთვული განთიადებისთვის ემზადები.

1997 წელს გამოცემული ტრეკი დღემდე თანამედროვედ ჟღერს. 
Dance or Die. 
Absolute Classic.

Rest in Trips Keith Flint

2. Nirvana - Heart-Shaped Box

Yess! Nirvana ჩემთვის მაგალითია, როგორ შეიძლება, მარტივი მელოდიურობით, ვოკალის გაკვეთილებზე სიარულის გარეშე, პატარა მივიწყებული ქალაქის უპერსპექტივო გარეუბნებიდანაც კი შექმნა რაღაც, რაც ათასობით ადამიანის გულს მისწვდება. ეს grunge ჩაცმულობის სტილიც ძაან ახლოს დგას ჩემთან და პოსტ-ომის, ალბათ, კიდევ ბევრ ასეულობით ველურ ბავშვთან. ის, რაც მერე ფეშენ ტრენდი გახდა, ჩვენი, ჰუმანიტარულ დახმარებასა და რენდომ საკვებზე გაზრდილი დევნილების და არდევნილების ბუნებრივი fashion იყო.

We share the same enemies & our means of triumphant escape are also the same: a delirious & obsessive play, powered by the spectral brilliance of the wolves & their children, - როგორც ბებერი ჰაკიმი იტყოდა.

კურტ კობეინის ოცნება იყო, რომ ამ კლიპში ჯვარზე გაკრული ბებერი კაცის როლი მის კერპს, უდიდეს მწერალსა და ჯანქის, უილიამ ბეროუზს შეესრულებინა, მაგრამ ბეროუზმა უარი უთხრა. იმის მიუხედავად, რომ მათ პირადადაც გაიცნეს ერთმანეთი და მოგვიანებით მათი კოლაბორაციული მუსიკალურ-ლიტერატურული ტრეკიც გამოვიდა სახელად The Priest They Called Him, მათ შორის მეგობრობა მაინც ვერ შედგა - კობეინი თავის ინტროვერტულ დრამაში იყო, ბეროუზი კი კატებს უვლიდა, იარაღიდან ისვრიდა და ორგონის აკუმულატორს აწყობდა.

კობეინის ავთენტურობასა და დრამაზე კიდევ ორი ჩემი საყვარელი ტრეკი გამახსენდა, რომლებსაც ვაგონად ჩავაბამ ამ მეორე ადგილს. ერთ-ერთი იქნება Placebo-ს ტრეკი Black Eyed, მეგა ალბომიდან Black Market Music, რომელშიც ბრაიან მოლკო ბიპოლარ-BPD დიაგნოზის მქონე ადამიანის mindset-ზე მღერის, ვინც არის a product of a broken home, როგორც ყველანი ჩვენ. 

მეორე ტრეკი კი კობეინის საყვარელი მუსიკოსის, შიზოფრენიით დატანჯული დენიელ ჯონსტონის Devil Town-ია. ამ ტრეკის ლირიკა და აურა აუცილებლად გაგახსენებთ იმ ქალაქსაც, რომელშიც ცხოვრობთ.

Rest in Trips Kurt Cobain

1. სისონა დარჩია (სამხმოვანი)

პირველ რიგში, სხვა ქართულ ტრადიციულ სიმღერებთან შედარებით, ამ ტრეკში სთორითელინგი უმაღლეს ლეველზეა და ძაან სადაა. ალბათ, ასეთი უნდა იყოს კარგი ტექსტი. 

ერთი მხრივ, სიმღერაში ჩანს ჩვენი ისტორიის მივიწყებული მონაკვეთი, კერძოდ, ფირალების კულტურა გურიაში. თუ ჩაუღრმავდები და რისერჩს გააკეთებ, აღმოაჩენ, რატომ მიდიოდნენ ფირალებად და აბრაგებად ჩვეულებრივი სოფლის ბიჭები, რა ფაქტორები იწვევდა ამას და ეს ძაან საინტერესოა.

მეორე მხრივ, თუ სხვა კუთხით შეხედავ, სისონა დარჩია პირველი ქართული gangsta rap ტრეკია. ყველა ვერსი მაშინდელი 2pac-ისაა. = )

სისონას ებრიდება ძმა. ვიღაც კრისა (snitch) რუსებს ეტყვის, რომ სისონა დაკრძალვაზე დასწრებას აპირებს. რა თქმა უნდა, აპირებს, იმის მიუხედავად, რომ ძებნაშია. სისონაც მოდის დაკრძალვაზე, ცალ ხელში თოფი უჭირავს, თვალიდან კი ცრემლი სდის. ნამდვილი OG. = ) 

მეომარი ცრემლის გარეშე - რობოტია. ეს ცრემლი გვაჩვენებს ამ ბანდიტსა და ფირალში ადამიანურობასა და ემპათიას. ასეთი უნდა იყოს ნამდვილი პოეზიაც - იარაღი და ცრემლი, საფრთხე და მელანქოლია. ძველი აცტეკი მეომრები შესვენების დროს ერთმანეთს ლექსების წერაში ეჯიბრებოდნენ. ლექსები იყო ყვავილებზე, მზესა და სამყაროს წარმავლობაზე. 

სწორედ სისონა არის ჩვენი აცტეკი მეომარი, ჩვენი ქართველი რონინი.

დაკრძალვაზე მისულს რუსების "აბლავა" ხვდება. იწყება სროლა, bang bang, სისონა 7 ტრუპს იკიდებს და გარბის. ისევ ვერ აიყვანეს. დასევდიანებული სისონა, ჯერ კიდევ სროლის შოკიდან არგმოსული, ვერ ხვდება, რას ერჩიან. იმასაც აიასნებს, თოფი ხელში რისთვის აქვს ("რომ დავხოცო ხალხის მტერი") და ბოლოს იძახის ფრაზას, რომელსაც, ალბათ, ყველაზე დიდი მწერლებიც მოაწერდნენ ხელს. სისონა თავის ძმაზე ამბობს: "შენ მკვდარი და მე ცოცხალი რაფერ გევიარო ხალხში!”

ეს ფრაზა ისეთი კულმინაციაა, რომ რთულია, შიგ გულში არ მოგხვდეს, არ გაგახსენდეს დაღუპული მეგობრები და მარტოობის სევდა. სისონა მგელანგელოზია, უკიდეგანობის ფირალი.

მე ამ მომენტში თან რატომღაც "გილგამეში" მახსენდება ხოლმე. ყველას გირჩევთ ამ ეპოსის წაკითხვას. კაცობრიობის ამ ყველაზე ძველ და პირველ ტექსტში აღწერილია, როგორ ხოდავენ ღმერთები "სხადნიაკს", რათა განიხილონ გილგამეშის საკითხი. გილგამეში იმდენად ძლიერი და ამბიციურია,  რომ ღმერთებმა არ იციან, რა ქნან. ამიტომ გადაწყვეტენ, შექმნან მონსტრი ენქიდუ, რომელიც, მათი აზრით, ბოლოს მოუღებს გილგამეშს და ღმერთების ბიუროკრატიულ-ჩინოვნიკური პარტიაც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს. 

მოკლედ რომ მოვყვე, ენქიდუ და გილგამეში მართლა დაეტაკებიან ერთმანეთს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ვერცერთი ერევა მეორეს და ამ ომში უცებ მეგობრობა დაიბადება. ღმერთები შოკში, გილგამეში და ენქიდუ კი ახალი gang-ი. შემდეგ ეს ორნი განუყრელი ძმები ხდებიან, ერთად აკეთებენ ათას რამეს, კლავენ დემონ ხუმბაბას, ჭამენ სოკოებს, დადიან კლუბებში და ა.შ.

ღმერთები ისევ შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ, რომ მაშინ ერთ-ერთი მაინც უნდა დაიბრიდოს. მონეტა ავარდება და გადაწყდება, რომ უნდა მოკვდეს ენქიდუ. ის გილგამეშს ხელში აკვდება. ეს სუპერგმირი, რომელსაც აქამდე არც კი უფიქრია, რომ მსგავსი რამ შეიძლება, მომხდარიყო, გაოგნებული უყურებს მისი ძმის გვამს და ხვდება, რომ სიკვდილი ყველას შეიძლება, შეეხოს. ისტორიის გაგრძელება მერე სხვა რამეზეა, მაგრამ იმ მომენტში, როცა ენქიდუ მოკვდა, ძველ შუმერ მწერალს თავისუფლად შეეძლო, ჩაეწერა გილგამეშის რეპლიკაში: "შენ მკვდარი და მე ცოცხალი რაფერ გევიარო ხალხში" და ამით ეს ეპოსი, მე მჯერა, კიდევ უფრო მაგარი გახდებოდა.

Rest In Trips გრინჩ (Trippy Boy)

შენ "მკვდარი" და მე "ცოცხალი" მართლა არ ვიცი, რაფერ დავდივარ ხალხში.

[ეპილოგი - Outro] Chief Keef - Don’t Like

Chicago Drill მუსიკის ჰიმნი. ტრეკი, რომლის ქვეშ ომისთვის შეგიძლია, ემზადო ან ისეთი მოძრაობებით იცეკვო, რომ შენს შიგნით არსებულმა იაგუარებმა გამოიღვიძონ და "რკინაბეტონების ჯუნგლებში" გასეირნება გთხოვონ. Drive-by shooting ედემის გეტოებში.

Chicago-ს ხშირად Chiraq-ს ეძახიან ძალადობისა და მკვლელობების წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებლების გამო. ერაყის ომის დროს ჩიკაგოში გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე სამხედრო მოქმედებებისას. ამიტომ, Chicago-სა და Iraq-ის გაერთიანებით მივიღეთ ქალაქის არაოფიციალური სახელი Chiraq.

ყველაფერი, რაზეც ეს არტისტები მღერიან, იმდენად ავთენტური და რეალურია, რომ ეგრევე გრძნობ. ასევე, ეგრევე გრძნობ ემპათიას ამ ხალხის მიმართ, თუ შენც გიცხოვრია ეკონომიკური სიდუხჭირისა და იარაღის გარემოცვაში. პლანეტის მასშტაბით ყველა გეტო რაღაცით ერთმანეთს ჰგავს და ძალიან მარტივად შეიძლება, პლანეტის მეორე ბოლოდან ჩიკაგოელი რეპერის კლიპში შენი ნაცნობი ამოიცნო. იგივე მანერები, ჩაცმულობის სტილი, გამოხედვა და ა.შ. ესენი შენი ნაცნობი "ველური ბავშვები" არიან, უბრალოდ, სხვა ქვეყანასა და კულტურაში დაბადებულები.

თუმცა, ძაან რთულია, გაჰყვე ჩიკაგოელი არტისტის შემოქმედებას. საკმარისია, რომელიმეზე შეჯდე და მოხედვას ვერ მოასწრებ, ისე მოდის ნიუსი, რომ ის ან დაჭრეს, ან მოკლეს, ან ოვერდოზით გარდაიცვალა, ან ციხეში მოხვდა. ამიტომაა თანამედროვე მუსიკის ეს ჟანრი ასეთი "მიმზიდველი" - როცა უსმენ, იცი, რომ ეს ტრეკები trap house-ებში, ძმაკაცის სახლის ან ნაცნობის იაფფასიან სტუდიებშია ჩაწერილი და ამბები, რომლებსაც ჩიკაგოს დრილი გიყვება, იქაური, ქუჩების BBC-ია, ნამდვილი ისტორია. 

როგორც ირაკლი ჩარკვიანი თავის ლექსში ამბობს:

ვარდს გაეფურჩქნა
ატომური სოკო,
რკინაბეტონის ჯუნგლებში
დაკაცდა მაუგლი,
პარაბელუმით ხელში.
დადგა დრო,
გამოთხოვებისა ტყესთან,
დრო უბრალო, მართალ ფერთა ხელჩაკიდების,
დრო წითლად ხატვის,
წითელ ქაღალდზე,
მაშინებელი,
დაუნდობელი,
როგორც ყოველი მართალი,
დრო.

როგორც Chief Keef ამბობს თავის ლექსში:

Bitch we GBE, Fuck who don’t like!
And we ain't gon' fight, our guns gon' fight.  = )

Rest in Trips Fredo Santana, Blood Money, Cappo, L’a Capone და სხვა იმედის მომცემი არტისტები, რომლებიც მუსიკით გეტოდან გამოღწევას ცდილობდნენ. მაგრამ გეტო ასე ადვილად არ უშვებს თავის შვილებს და მისგან თავის დაღწევის ფასად უძილო ღამეებს, სტრესებს და სისხლს ითხოვს. ესაა მისი ბუნება, ასეთია მისი დაუნდობელი გრავიტაცია და ამ თამაშში ექსტრა სიცოცხლეები არ გაქვს.

ამიტომ, რადგან, ერთი მხრივ, ამ თემას შევეხეთ, მეორე მხრივ კი, რადგანაც ამდენჯერ დავწერე ტექსტში Rest in Trips, მგონი სწორი იქნება, თუ კიდევ ერთი ჩემი საყვარელი სიმღერით დაგემშვიდობებით.

Fat Trel - Rest in Peace

I'm ride with my ni**as, I die with my ni**as, I'm dirty with 30s and semis
A birdie is with me, I'm nervous I'm swerving I'm praying I hope Lord forgive me
You bussin and you hit me you must not forget to finish me I'm taking you with me
Young ni**as don't play in my city
That shit not ok in my city.

კომენტარები

ბოლოს დამატებული