Thumbnail

ინგლისელი ელექტრონული არტისტი სემ შეფარდი, სასცენო სახელით Floating Points, ახალ ალბომს Crush აანონსებს და მის ერთ-ერთ სინგლზე Last Bloom გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. 12 ტრეკისგან შემდგარ სტუდიურ ჩანაწერს ლეიბლი Ninja Tune 18 ოქტომბერს გამოუშვებს.

ალბომის ტრეკლისტი ასე გამოიყურება:

Falaise
Last Bloom
Anasickmodular
Requiem for CS70 and Strings
Karakul
LesAlpx
Bias
Environments
Birth
Sea-Watch
Apoptose Pt1
Apoptose Pt2

Floating Points-მა მუსიკალური მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მინი ალბომების Vacuum და Shadows გავრცელების შემდეგ, 2015 წელს მან სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Elaenia გამოუშვა, რომელმაც კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. არტისტი ლეიბლის Eglo Records თანადამფუძნებელია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული