Thumbnail

popmusic-ის ყოველთვიურ რუბრიკაში ქართველი მუსიკოსების მიერ აგვისტოში გამოშვებულ ათ ყველაზე საინტერესო კომპოზიციას გთავაზობთ.

10. The BearFox - ოღონდ შენ იყავი

ჯგუფმა The BearFox ახალი სიმღერა "ოღონდ შენ იყავი" გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც წლის ბოლომდე გამოიცემა.

9. Tedi - 37

ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე ახალგაზრდა არტისტმა, სანდრო თედიაშვილმა, სასცენო სახელით Tedi, კომპოზიცია სახელად "37" გაავრცელა.

8. Generali Minerali - JAM

დიჯეიმ და პროდიუსერმა, გიორგი ჯინჭარაძემ, პროექტის Generali Minerali ფარგლებში, ახალი კომპოზიცია JAM გაავრცელა.

7. MamaFlex - Secretly

ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა MamaFlex ახალი კომპოზიცია Secretly გაავრცელა. ნამუშევრის ინსტრუმენტალის ავტორი 2dirtyy, პროდიუსერი კი Angel Sollozzo გახლავთ.

6. Mbodveli - Lethargy

ელექტრონულმა მუსიკოსმა, ლეონტი ქვარაიამ, პროექტ Mbodveli-ს ფარგლებში, ახალი კომპოზიცია Lethargy გაავრცელა. ტრეკი მისივე ლეიბლის, Sambodvelo-ს მიერ გამოშვებულ რელიზში SMBDVL022 შედის.

5. Nai - Meadow Flowers

ნუკა გაბუნიამ, სასცენო სახელით Nai, მსმენელებს ახალი კომპოზიცია Meadow Flowers შესთავაზა. ჩანაწერი 20 წლის არტისტის მიერ გავრცელებული რიგით მეორე სიმღერაა.

4. kordz, DRO, Dilla of KayaKata - ICO

ჰიპ ჰოპ გაერთიანება KayaKata-ს წევრმა, ზურა ჯიშკარიანმა, ფსევდონიმით Dilla და სანდრო ფოფხაძემ, სასცენო სახელით DRO, ახალი კომპოზიცია ICO გაავრცელეს. ჩანაწერის ინსტრუმენტალი ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ს ეკუთვნის.

3. KayaKata - Sarbeni

18 აგვისტოს ჰიპ ჰოპ პროექტმა KayaKata სადებიუტო ალბომი "სადაა" გაავრცელა. სწორედ მასში შედის კომპოზიცია Sarbeni, რომლის ინსტრუმენტალის ავტორიც SABANADZE გახლავთ.

2. Eko & Vinda Folio - თერაპია

ერეკლე დეისაძისა და თემურ ეზუგბაიას დუეტმა Eko & Vinda Folio ახალი კომპოზიცია "თერაპია" და მასზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა. სიმღერა მუსიკოსების სადებიუტო, ამავე სახელწოდების მქონე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ფრანგული ლეიბლი Talitres 20 სექტემბერს გამოსცემს. 

1. KayaKata - Polo Palace

"ამ კომპოზიციის შესახებ შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ის გლობალური ჰიპ ჰოპ ინდუსტრიის სტანდარტებითაც კი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც 2019 წელს მოვისმინეთ", - ვკითხულობთ ჰიპ ჰოპ პროექტ KayaKata-ს სადებიუტო ალბომის რეცენზიაში. "კატების" კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ტრეკი ჩვენს აგვისტოს ქართულ ათეულში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული