Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Skhvaoba-R: Live for Mako

4 სექტემბერი (ოთხშაბათი)

4 სექტემბერს ქართული ჯგუფები Vodka Vtraiom"პანიკა""წრე", "მთვარის დაბნელება" და "მონოპლანი" 20 ივნისის ღამეს დაშავებული მაკო გომურის დაბადების დღესთან დაკავშირებით კონცერტს გამართავენ. ღონისძიება ბარში "სხვაობა-რ" ჩატარდება.

4. "მზესუმზირას" 5 წლის იუბილე

6 სექტემბერი (პარასკევი)

6 სექტემბერს კომუნა Mzesumzira ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება მთაწმინდის ფერდობზე, eZo Festival-ის ტერიტორიაზე გაიმართება. მსმენელთა წინაშე "მზესუმზირას"  რეზიდენტებთან ერთად Priku, O.BEE, Jakob Seidensticker და სხვა არტისტები წარდგებიან. 

3. BASSIANI | HOROOM: სეზონის გახსნა

6 სექტემბერი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" სეზონის გახსნის ღონისძიებას მასპინძლობს. კლუბის ქართველი რეზიდენტები მსმენელთა წინაშე თავის ფავორიტ არტისტებთან ერთად B2B სეტებით წარდგებიან. რამდენიმე მუსიკოსი "ბასიანის" სცენას პირველად დაიკავებს, მათ შორის ლეიბლ Icontrax-ის წარმომადგენელი Skyra, რომლის მასპინძელიც Newa იქნება. 

2. Mtkvarze: Kdema | Bero | Nuji

7 სექტემბერი (შაბათი)

შაბათს კლუბი "მტკვარზე" ქართველ ელექტრონულ არტისტებს მასპინძლობს. ღონისძიებაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე Bero, Kdema და Nuji წარდგებიან. 

1. Elektrowerk: The Ocean Collective 

7 სექტემბერი (შაბათი)

7 სექტემბერს არტ ჰაბ Elektrowerk-ში კონცერტს გერმანული პროგრესივ მეტალ ბენდი, The Ocean Collective გამართავს. მათთან ერთად მსმენელთა წინაშე The Black Marrows, Storchi, Backwarmer და სხვა ჯგუფები წარდგებიან. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული