Thumbnail

Lil Wayne: ახალ ალბომზე The Funeral მუშაობა დავასრულე

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარულმა ნიუ ორლეანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დუეინ კარტერმა, ფსევდონიმით Lil Wayne, რიგით მეცამეტე ალბომზე The Funeral მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ მუსიკოსმა ადგილობრივ რადიოსადგურთან Q93 ინტერვიუში ისაუბრა. შემსრულებლის ვარაუდით, მომავალი სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლომდე ჩაეშვება.

ლილ უეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად Tha Carter III ითვლება, რომლის მთავარი კომპოზიცია Lollipop 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მუსიკოსის ახალი ნამუშევარი Tha Carter V ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის Cash Money Records-თან და მის დამფუძნებელ Birdman-თან კონფლიქტის გამო, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2018 წელს, უეინის ლეიბლზე Young Money Records იხილა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული