Thumbnail

Spotify-მ ამ ზაფხულს ყველაზე ხშირად მოსმენილი კომპოზიციები დაასახელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მუსიკალურმა პლატფორმამ Spotify მიმდინარე წლის ზაფხულში ყველაზე ხშირად მოსმენილი კომპოზიციების ფლეილისტი გაავრცელა. 20 ტრეკისგან შემდგარი სიის სათავეში კანადელი მუსიკოსის, შონ მენდესისა და კუბელი მომღერლის, კამილა კაბეიოს დუეტი მოხვდა სიმღერით Señorita. 21 ივნისს გავრცელებულმა ჩანაწერმა "სპოტიფაიზე" 565 მილიონი ნახვა დააგროვა და რვა კვირის განმავლობაში ლიდერობა არავის დაუთმო.

► Spotify-მ შეცდომით Nirvana-ს კონცერტი დააანონსა

ნახეთ: Spotify-მ ვარჯიშის დროს ყველაზე ხშირად მოსმენადი კომპოზიციები დაასახელა

► BTS-ის ჯიმინმა Spotify-ზე რეკორდი დაამყარა

ზაფხულის ყველაზე პოპულარული კომპოზიციების ხუთეულში ასევე მოხვდა ედ შირანისა და ჯასტინ ბიბერის ერთობლივი სიმღერა I Don’t Care, ბილი აილიშის ჰიტი bad guy, Lil Nas X-სა და ბილი რეი საირუსის Old Town Road, ასევე, Bad Bunny და Tainy ტრეკით Callaita.

კომენტარები

ბოლოს დამატებული