Thumbnail

მოუსმინეთ: Cigarettes After Sex-მა ახალი სიმღერა Heavenly გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Cigarettes After Sex ახალი სიმღერა Heavenly გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში Cry იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ლეიბლი Partisan Records 25 ოქტომბერს გამოსცემს. 

Cigarettes After Sex ტექსასში 2008 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფმა პოპულარობა სიმღერით Nothing's Gonna Hurt You Baby მოიპოვა. კომპოზიცია ისეთ ცნობილ სერიალებშია გამოყენებული, როგორებიცაა "მხევლის წიგნი" და "უსირცხვილო". კოლექტივს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. 2018 წელს ჯგუფმა კონცერტი საქართველოშიც გამართა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული