Thumbnail

ნიუ ჯერსის ქალაქ ნიუარკში ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია MTV Video Music Awards გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე წითელ ხალიჩაზე ცნობილი დიზაინერების სამოსში გამოწყობილი ვარსკვლავები გამოჩნდნენ და კამერების წინ თავი საკუთარი ჩაცმულობით მოიწონეს.

► ნახეთ: 2019 წლის MTV Video Music Awards-ის გამარჯვებულები

Taylor Swift

ტეილორ სვიფტის ჩაცმულობაზე Versace-მ იზრუნა. არტისტმა სვაროვსკის თვლებით გაწყობილი პიჯაკი და შორტი მოირგო, რომლებსაც Christian Louboutin-ის მაღალყელიანი ჩექმები შეუხამა.

Lizzo

რეპერი ლიზო ძველი ჰოლივუდის გლამურული სტილით გამოირჩეოდა. არტისტმა Moschino-ს 2020 წლის რესორთ კოლექციიდან წითელი კაბა შეარჩია.

Lil Nas X

წლის საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებამდე, ქანთრი რეპერმა, ლილ ნას იქსმა ყურადღება წითელ ხალიჩაზე მიიქცია, სადაც Christian Cowan-ის ბრჭყვიალა კოსტიუმში გამოწყობილი გამოჩნდა.

Camila Cabello

მომღერალმა კამილა კაბეიომ კამერების ყურადღება Balmain-ის თეთრი კაბით მიიქცია, რომელიც ბრენდის 2020 წლის რესორთ კოლექციაში გვხვდება.

Shawn Mendes

შონ მენდესმა Dolce & Gabbana-ს ფირუზისფერი კოსტიუმი მოირგო.

Rosalía

ესპანელმა მუსიკოსმა, როზალიამ არჩევანი Burberry-ის შავ, კრისტალებით გაფორმებულ კაბაზე შეაჩერა.

Normani

ნორმანი დაჯილდოებაზე Nicolas Jebran-ის კრისტალებით გაფორმებული კაბით მივიდა.

Halsey

მომღერალი ჰოლზი დიზაინერ Peter Dundas-ის წითელი კოსტიუმით იწონებდა თავს.

Ava Max

ავა მაქსი, რომელიც საუკეთესო ახალბედა არტისტის ნომინაციაში იყო წარდგენილი, წითელ ხალიჩაზე KAIMIN-ის კოსტიუმით გამოჩნდა.  

Megan Thee Stallion

მეგან საიმონ პიტი MTV VMA-ს წითელ ხალიჩაზე წელს პირველად მივიდა. ახალგაზრდა რეპერმა ამ დღისთვის მეტალით გაფორმებული ტყავის პიჯაკი და ჩექმები მოირგო.

Lenny Kravitz

ლენი კრავიცმა უპირატესობა ღია ცისფერ ჯინსებსა და Natalia Fedner-ის სამკაულს მიანიჭა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული