Thumbnail

ჯარედ ლეტომ ხორვატიაში თაყვანისმცემლებთან ერთად ისტორიული ქალაქი მოიარა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ხორვატიის ქალაქ შიბენიკის სანაპიროზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა 30 Seconds to Mars, პროექტ Mars Island-ის ფარგლებში, მორიგი 3-დღიანი ღონისძიება გამართა. ბენდის მიერ ორგანიზებულ ივენთში მონაწილე ადამიანებს საშუალება ჰქონდათ, კოლექტივის წევრებთან, ჯარედ და შენონ ლეტოებთან ერთად დაესვენათ. პროგრამა ბუნებაში იოგას ვარჯიშს, აუზით სარგებლობას, მუსიკოსებთან ერთად სეირნობას, მათთან საუბარსა და ორ პრივატულ კონცერტს მოიცავდა.

► 30 Seconds to Mars ევროპელ მსმენელს საქართველოში გადაღებული ფოტოთი დაემშვიდობა

► ნახეთ: ჯგუფმა 30 Seconds to Mars ბლექ სი არენაზე კონცერტი გამართა

ღონისძიების ამსახველი ფოტოსურათები სოციალურ ქსელში გავრცელდა. თეთრ სამოსში გამოწყობილი ჯარედ ლეტოსა და მის უკან მიმავალი ფანების დანახვისას, საზოგადოების ნაწილი ხუმრობდა, რომ მუსიკოსმა თავისი კულტი შექმნა და მიმდევრები გაიჩინა.

"დიახ, ეს ნამდვილად კულტია", - დაწერა ჯგუფმა ტვიტერის გვერდზე.

ღონისძიებაში მონაწილეობის ღირებულება 995-დან 6,499 აშშ დოლარამდე მერყეობდა. Mars Island-ის მორიგი ივენთი 7-9 სექტემბერს ქალაქ მალიბუს სანაპიროზე გაიმართება.

30 Seconds To Mars მუსიკოსმა და მსახიობმა, ჯარედ ლეტომ და მისმა ძმამ, შენონმა კალიფორნიაში 1998 წელს ჩამოაყალიბეს. ჯგუფმა წარმატებას მეორე სტუდიური ალბომის A Beautiful Lie გამოსვლის შემდეგ მიაღწია. არსებობის განმავლობაში ბენდს 20 მილიონამდე ჩანაწერი აქვს გაყიდული. კოლექტივის მუსიკალური მიმართულება ალტერნატიულ როკსა და პოპ როკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული