Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Politika: Felix-Florian Tödtloff | Ben Wheeler 

27 აგვისტო (სამშაბათი)

27 აგვისტოს ბარი Politika ექსპერიმენტული ელექტრონული სცენის წარმომადგენლებს მასპინძლობს. მსმენელთა წინაშე გერმანელი მუსიკოსი Felix-Florian Tödtloff წარდგება, რომლის შემოქმედებაც ემბიენთ და დროუნ ჟღერადობით ხასიათდება. მასთან ერთად ქართველი არტისტი Ben Wheeler დაუკრავს. 

4. Drama Bar: სეზონის გახსნა

29 აგვისტო - 1 სექტემბერი (ხუთშაბათი-კვირა)

Drama Bar სეზონის გახსნის ღონისძიებაზე გეპატიჟებათ. 29 აგვისტოდან, ოთხის დღის განმავლობაში, კლუბის სტუმრებისთვის Sevda, Spacejam92, Levi Love Disco, Daniel Berhane და სხვა არტისტები დაუკრავენ. 

3. Mtkvarze: სეზონის გახსნა

30 აგვისტო (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "მტკვარზე" სეზონის გახსნის ღონისძიებაზე იაპონელ დიჯეისა და პროდიუსერს, მოკო შიბატას, სასცენო სახელით Powder, მასპინძლობს. მასთან ერთად მთავარ სცენას ქართველი არტისტები Ash Scholem და Yves დაიკავებენ. პატარა ოთახში კი Parna და Zurkin დაუკრავენ. 

2. ცისკარი: Kvanchi b2b Mercurrio | Ninasupsa b2b  Nachkebia | Dali

31 აგვისტო (შაბათი)

შაბათს სოციალური კლუბი "ცისკარი" ქართველ არტისტებს უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე Kvanchi, Mercurrio, Ninasupsa და Nachkebia წარდგებიან. ღონისძიებაზე დამსწრე  სტუმრებისთვის ასევე ახალგაზრდა არტისტი Dali დაუკრავს. 

1. Horoom Nights #39

31 აგვისტო (შაბათი)

31 აგვისტოს "ჰორუმში" ქვიარ ღამეების სერიის მორიგი ღონისძიება გაიმართება. კლუბში მისული მსმენელების წინაშე ქართველი ელექტრონული არტისტები Newa და Nebbieri წარდგებიან. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული