Thumbnail

ნახეთ: როზალიამ და ოზუნამ MTV VMA-ზე Yo x Ti, Tu x Mi და Aute Cuture შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ესპანელმა პოპვარსკვლავმა როზალიამ ყოველწლიურ მუსიკალურ დაჯილდოებაზე MTV VMA პუერტორიკოელ შემსრულებელ ოზუნასთან ერთად კომპოზიციები Yo x Ti, Tu x Mi და Aute Cuture შეასრულა.

► ნახეთ: 2019 წლის MTV Video Music Awards-ის გამარჯვებულები

► ნახეთ: Rosalía კლიპს Fucking Money Man ავრცელებს

► ნახეთ: Rosalía-მ და J Balvin-მა Coachella-ზე სიმღერა Con Altura შეასრულეს

აღსანიშნავია, რომ როზალიამ დაჯილდოებაზე საუკეთესო ლათინური სიმღერის კატეგორიაში კოლუმბიელ არტისტთან, ჯეი ბალვინთან ერთად ჩაწერილი კომპოზიციით Con Altura გაიმარჯვა.

როზალიას შემოქმედება ფლამენკოსა და ალტერნატიულ არენბის აერთიანებს. შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან ფარელ უილიამსი, ჯეიმს ბლეიკი და ჯეი ბალვინი. 2018 წელს მან ორი ლათინური გრემის ჯილდოს მოგება შეძლო.

ხუან კარლოს ოზუნა როსადომ კი შემოქმედებითი კარიერა 2012 წელს დაიწყო. 2017 წელს მან სადებიუტო ალბომი Odisea გაავრცელა. მომღერლის არაერთ კომპოზიციას იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს დაგროვებული. ბოლო სტუდიური ნამუშევარი Nibiru არტისტმა 2019 წელს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული