Thumbnail

ლეგენდარული ლეიბლი Death Row სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის Hasbro მფლობელობაშია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლეიბლი Death Row სათამაშოებისა და სამაგიდო თამაშების მწარმოებელი ბრენდის Hasbro მფლობელობაშია. საქმე იმაშია, რომ "ჰესბრომ" მულტიმედიური კომპანია Entertainment One შეიძინა, რომელშიც თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანი დამოუკიდებელი ლეიბლი eOne Music ერთიანდება.

შუგ ნაითისა და დოქტორ დრეს მიერ დაარსებული ლეგენდარული ლეიბლი Death Row 2006 წელს ბანკროტად გამოცხადდა. 2013 წელს კი eOne-მა კომპანია და მის მუსიკალურ კატალოგზე უფლებები 280 მილიონ აშშ დოლარად იყიდა.

90-იან წლებში ლეიბლის შემადგენლობაში არაერთი პოპულარული რეპერი ერთიანდებოდა

Death Row Records შუგ ნაითმა და დოქტორ დრემ კალიფორნიაში 1991 წელს ჩამოაყალიბეს. 90-იანი წლების წამყვან ლეიბლში ისეთი ცნობილი და ეპოქალური არტისტები ერთიანდებოდნენ, როგორებიც გახლავთ: 2Pac, Dr. Dre, Snoop Dogg, Nate Dogg, Kurupt, Daz Dillinger, MC Hammer და სხვა. წარმატების პიკში ლეიბლი ყოველწლიურად 150 მილიონამდე აშშ დოლარს გამოიმუშავებდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული