Thumbnail

ახალგაზრდა ბათუმელი მუსიკოსი, ზაზა თევთიძე, სასცენო სახელით Zaza, მსმენელს 5-თვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. არტისტმა კომპოზიცია HOT გაავრცელა, რომელიც დენსჰოლისა და რეგეტონის სინთეზია. 

► მოუსმინეთ: Zaza - Wake Up In My Arms (Bring Back The Sunshine) 

► მოუსმინეთ: Zaza - Hopeless Romantic  

► მოუსმინეთ: Zaza - არ მაქვს შენი თავი Feat. Young Mic, Kay G & Masteri 

ზაზამ მუსიკალური კარიერა 2013 წელს, ფსევდონიმით Lil Beat დაიწყო. თუმცა, 2016 წლიდან სასცენო სახელით Zaza განაგრძო მოღვაწეობა. მისი ყველაზე პოპულარული ტრეკი Be Together გახლავთ, რომელმაც იუთუბზე 12 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო EP სახელწოდებით Summer გაავრცელა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული