Thumbnail

ნახეთ: G-Eazy ვიდეორგოლს Bang ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, კომპოზიციაზე Bang გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. კალიფორნიელი რეპერის ტრეკში მისი პოპულარული კომპტონელი კოლეგა Tyga მონაწილეობს. ნამუშევარი ჯერალდის 3-ტრეკიან სტუდიურ ნამუშევარში B-Sides შედის.

► მოუსმინეთ: G-Eazy - All Facts | Got A Check 

► მოუსმინეთ: G-Eazy სამტრეკიან ჩანაწერს B-Sides ავრცელებს  

► ნახეთ: Chris Brown, Nicki Minaj და G-Eazy ვიდეორგოლს Wobble Up ავრცელებენ 

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული