Thumbnail

ნახეთ: ქანიე ვესთმა დაღუპულების პატივსაცემად Sunday Service ქალაქ დეიტონში გამართა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთის პროექტის Sunday Service მორიგი ეპიზოდი გავრცელდა. ათეულობით მუსიკოსისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა ღონისძიება ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში გამართა. შოუ 3 აგვისტოს აქ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულ ადამიანებს მიეძღვნა.

► გათავისუფლების შემდეგ, ASAP Rocky ქანიე ვესთის Sunday Service-ს დაესწრო

► ნახეთ: ქანიე ვესთის Sunday Service-ზე Nirvana-ს სიმღერები შეასრულეს

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული