Thumbnail

კოლუმბიელმა მუსიკოსმა, J Balvin-მა და პუერტორიკოელმა რეპერმა, Bad Bunny-მ ერთობლივ ალბომში Oasis შესულ კომპოზიციაზე Cuidao por Ahí შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელეს.

► J Balvin და Bad Bunny ალბომს Oasis და კლიპს Qué Pretendes ავერცელებენ

საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე გადაღებული კლიპის რეჟისორი ქოლინ თილია, რომელმაც წარსულში არტისტების კიდევ ერთ მუსიკალურ ვიდეოზე Que Pretendes იმუშავა.

ჯეი ბალვინმა და ბედ ბანიმ კოლაბორაციული ალბომი Oasis მიმდინარე წლის ივნისში გამოუშვეს.

ხოსე ალვარო ბალვინმა, სასცენო სახელით J Balvin, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სამი ლათინური გრემის მფლობელ არტისტს, განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Mi Gente და Ay Vamos მოუტანა. 

ხოლო ბენიტო მარტინეს ოკასიომ, ფსევდონიმით Bad Bunny, მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მან უკვე მოასწრო თანამშრომლობა ისეთ პოპულარულ არტისტებთან, როგორებიც არიან Cardi B, J Balvin, Daddy Yankee და სხვები. აღსანიშნავია, რომ ქარდი ბისთან და კოლუმბიელ ჯეი ბალვინთან ერთად 2018 წელს ჩაწერილი კომპოზიცია I Like It ბილბორდის ჩარტში პირველობას 12 კვირის განმავლობაში არ თმობდა. დრეიქისა და მისი ერთობლივი ტრეკი Mia კი ამავე ჰიტ-აღლუმის ხუთეულში მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული