Thumbnail

ნახეთ: Ed Sheeran - Take Me Back To London Ft. Stormzy, Jaykae & Aitch (Remix)

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ინგლისელმა მუსიკოსმა, ედ შირანმა რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში No.6 Collaborations Project შესული კომპოზიციის Take Me Back To London ალტერნატიული ვერსია და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერში ბრიტანელი გრაიმ არტისტები: Stormzy, Jaykae და რეპერი Aitch მონაწილეობენ. ტრეკის რემიქსზე მუშაობისას შირანმა პროდიუსერ Sir Spyro-სთან ითანამშრომლა.

► მოუსმინეთ: Ed Sheeran-ის ალბომი No.6 Collaborations Project გავრცელდა

► ნახეთ: Ed Sheeran - Antisocial Ft. Travis Scott

ედ შინარნმა მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 150 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 4-ჯერ აქვს მოპოვებული. მისმა კომპოზიციამ Shape of You იუთუბზე 4 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული