Thumbnail

ნახეთ: Rapsody ვიდეორგოლს Nina აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპ არტისტი მარლანა ევანსი, სასცენო სახელით Rapsody, კომპოზიციაზე Nina გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩრდილოკაროლინელმა ემსიმ ნამუშევარი მის მთავარ მენტორს, ლეგენდარულ მუსიკოსს, ნინა სიმონეს მიუძღვნა. ტრეკში სწორედ ამ უკანასკნელის ცნობილი ჩანაწერის Fruit სემპლია გამოყენებული. Nina რეფსოდის ახალგავრცელებული ალბომის Eve ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: Rapsody ახალ ალბომს Eve ავრცელებს 

► ნახეთ: Rapsody - Ibtihaj Ft. D'Angelo & GZA 

რეფსოდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. თავდაპირველად რეპერი ვეტერან ჰიპ ჰოპ პროდიუსერთან 9th Wonder თანამშრომლობდა. თუმცა, ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეგენდარული შემსრულებლის, ჯეი ზის ლეიბლში Roc Nation გაწევრიანების შემდეგ გახდა. მუსიკოსის სტუდიური ჩანაწერი Laila's Wisdom 2017 წელს გრემიზე წლის საუკეთესო რეპ ალბომის კატეგორიაში იყო წარდგენილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული