Thumbnail

ნახეთ: ლიამ გალაჰერი Adidas-თან თანამშრომლობით სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელი მუსიკოსი ლიამ გალაჰერი კომპანია Adidas-თან თანამშრომლობით 30 აგვისტოს სპორტულ ფეხსაცმელს The LG Adidas Spezial გამოუშვებს. სარეკლამო ვიდეო არტისტმა ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა.

► მოუსმინეთ: Liam Gallagher - One Of Us

► პიტერ კრაუჩი: ლიამ გალაჰერმა თავის ბენდთან ერთად ბასზე დაკვრა შემომთავაზა

► ლიამ გალაჰერი: ვფიქრობ, ჩემი შვილები საერთო ჯგუფს შექმნიან

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი 20 სექტემბერს მორიგ სოლო ალბომს Why Me? Why Not ჩაუშვებს გაყიდვაში.

2009 წელს, "ოაზისის" დაშლის შემდეგ, ლიამმა ახალი როკ კოლექტივი Beady Eye ჩამოაყალიბა, რომელმაც 5 წელი იარსება. 2017 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი As You Were გამოუშვა, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული