Thumbnail
ფოტო: Billboard

ნახეთ: Lana Del Rey - Fuck It I Love You & The Greatest

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლანა დელ რეიმ ორ ახალ კომპოზიციაზე Fuck It I Love You და The Greatest გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კლიპზე ამერიკელმა რეჟისორმა, რიჩ ლიმ იმუშავა, რომელსაც არტისტთან წარსულშიც არაერთხელ უთანამშრომლია. ახლად გავრცელებული ტრეკები მომღერლის მომავალ ალბომში Norman Fucking Rockwell! იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 30 აგვისტოს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: Lana Del Rey - Looking for America | Season of the Witch

► ნახეთ: Lana Del Rey ჟურნალ Vogue-ის ფოტოსესიაში

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული