Thumbnail

ნახეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი Lover და ამავე დასახელების კლიპი გაავრცელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა ახალი, რიგით მეშვიდე სტუდიური ალბომი Lover გაავრცელა. ჩანაწერში სულ 18 კომპოზიციაა წარმოდგენილი. ნამუშევარში როკ ჯგუფის Panic! At The Disco სოლისტი, ბრენდონ ური და ბენდი Dixie Chicks მონაწილეობენ. 

► ნახეთ: ტეილორ სვიფტმა და სტელა მაკკარტნიმ ტანსაცმლის კოლექცია შექმნეს

 

მომღერალმა ალბომში შესულ სინგლზე Lover გადაღებული ვიდეორგოლიც გაავრცელა. სვიფტი კლიპის ერთ-ერთი რეჟისორია. 

ტეილორ სვიფტმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში მომღერალმა გრემის ჯილდო მიიღო და ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსიც მოიპოვა. მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. გამოცემა Time-მა ტეილორი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად სამჯერ, 2010, 2015 და 2019 წლებში დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული