Thumbnail

კოდაკ ბლექი დამნაშავედ ცნეს, მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტი, კოდაკ ბლექი მაიამის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასჯელის შესახებ ზუსტი ინფორმაცია 13 ნოემბერს გამოცხადდება. რეპერს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

► Kodak Black ორსულ Yung Miami-ს: როცა გნახავ, მუცელში ჩაგარტყამ 

► Kodak Black-მა Yung Miami-ს მუქარის გამო მოუბოდიშა 

► Kodak Black: მე 2Pac-ის, Nas-ისა და Notorious B.I.G.-ის გვერდით უნდა დამაყენოთ 

გამოძიება 22 წლის კოდაკს ინფორმაციის ფალსიფიცირების ხარჯზე სამი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას ედავება. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი იარაღი პოლიციამ მარტში ფლორიდის ქალაქ პომპანო ბიჩში მომხდარი სროლის ადგილზე აღმოაჩინა. მოსამართლემ არტისტის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი განუცხადა, რადგან რეპერი საზოგადოებისთვის საშიშ პირად მიიჩნია. როგორც რეპერმა სხდომაზე განაცხადა, იარაღები მან კრიმინალური დაჯგუფებებისგან თავის დასაცავად შეიძინა.

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წელს კოდაკმა მსმენელს ოფიციალური მიქსტეიპი Heart Break Kodak შესთავაზა. იმავე წლის დეკემბერში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Dying To Live გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი გახდა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული