Thumbnail

კალიფორნიელმა მუსიკოსმა, ჩარლზ რეი ვიგინსმა, ფსევდონიმით Raphael Saadiq, ახალი კომპოზიცია Rearview გამოაქვეყნა. 53 წლის მულტიინსტრუმენტალისტის ჩანაწერში გავლენიანი კომპტონელი რეპერი ქენდრიქ ლამარი მონაწილეობს. არენბი ჟღერადობის ტრეკი რაფაელის ალბომში Jimmy Lee შედის.


რაფაელმა მუსიკალური კარიერა 1983 წელს დაიწყო. არტისტმა 1987 წელს ტრიო Tony! Toni! Toné! ჩამოაყალიბა, რომელმაც მას ფართო საზოგადოებაში გაუთქვა სახელი. პროექტმა მსმენელს დღემდე 4 ალბომი შესთავაზა. 1999 წელს ვიგინსმა სუპერჯგუფი Lucy Pearl შექმნა. კოლექტივის სახელწოდების მქონე ერთადერთმა სტუდიურმა ნამუშევარმა კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. ჩარლზის სოლო დისკოგრაფია კი 5 ალბომს აერთიანებს. მისი შემოქმედება არენბისა და სოულის სინთეზია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული