Thumbnail

Lil Uzi Vert სტუდენტს: მაჩვენე შენი ნიშნები და სწავლის ფულს გადაგიხდი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტი, სიმირ ვუდსი, ფსევდონიმით Lil Uzi Vert, თავის თაყვანისმცემელს, სტუდენტ რაჰილ აჰმადს სწავლის საფასურის, $90,000-ის გადახდას დაჰპირდა.

► ნახეთ: ლილ უზი ვერტმა ფლოიდ მეივეზერისგან $1,7 მილიონად "ბუგატი" შეიძინა

► ნახეთ: Lil Uzi Vert დაცვის წევრებს Gunna-ს ფანი ეგონათ და სცენიდან ჩაჰყავდათ

მუსიკოსი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა, როდესაც რაჰილი მიუახლოვდა და ჰკითხა, გადაუხდიდა თუ არა სწავლის საფასურს. ლილ უზი ვერტი დაინტერესდა, რა თანხაზე იყო საუბარი.

"90,000? შემიძლია ამ თანხის გადახდა. თუმცა, აქ ერთი საკითხია. ფული რომ გადმოგირიცხო, ნამდვილად ისწავლი? გამომიგზავნე ყველანაირი დოკუმენტი, მათ შორის ნიშნების ფურცელი და ფულს მიიღებ. სერიოზულად გეუბნები. თუ ვერ მანახებ, შესაბამისად, ვერ მიიღებ", - უთხრა უზიმ სტუდენტს.

ლილ უზი ვერტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო და დღეისთვის ერთადერთი სტუდიური ალბომი Luv Is Rage 2 გაავრცელა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და მალევე მოიპოვა პლატინის სტატუსიც. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია XO Tour Llif3 გახლავთ, რომელიც იმავე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ ტრეკი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული