Thumbnail

ნახეთ: ვინს სთეიფლის სკეტჩ-შოუში მისი ახალი კომპოზიცია So What? ჟღერს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კომპტონელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ვინს სთეიფლსმა ონლაინ სკეტჩ-შოუს The Vince Staples Show პირველი ეპიზოდი გამოაქვეყნა. ვიდეოს 01:55 წამიდან მსმენელი კალიფორნიელი რეპერის ახალი კომპოზიციის So What? ნაწყვეტს მოისმენს.

► მოუსმინეთ: Vince Staples - Home 

► ნახეთ: რეპერი Vince Staples კომპოზიციის FUN! ვიდეორგოლს ავრცელებს 

► მოუსმინეთ: რეპერი Vince Staples ახალ ალბომს FM! ავრცელებს 

კარიერის დასაწყისში ვინსენტ ჯამალ სთეიფლსი პოპულარული კოლეგის, Tyler, the Creator-ის მიერ დაარსებული ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Odd Future-ის წევრებთან თანამშრომლობდა. 2013 წელს კი მან და მაკ მილერმა ერთობლივი მიქსტეიპი Stolen Youth გამოუშვეს. დღემდე რეპერს სამი ალბომი Summertime '06, Big Fish Theory და FM! აქვს გავრცელებული. მისი შემოქმედება ელექტრონული მუსიკისა და ჰიპ ჰოპის სინთეზია.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული