Thumbnail

ნახეთ: Future ვიდეორგოლს 100 Shooters ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი ნეივადიუს უილბერნი, ფსევდონიმით Future, მის ბოლო კომპოზიციაზე 100 Shooters გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. პოპულარული შემსრულებლის ჩანაწერში რეპერები Meek Mill და Doe Boy მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Tay Keith გახლავთ.

► ნახეთ: Future ვიდეორგოლს Please Tell Me აქვეყნებს 

► Future თავის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელებს ყიდის 

► 2 Chainz: Future-სთან ერთად მსოფლიოში ყველაზე მაგარი ტრეკი ჩავწერე 

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. 2017 წელს მან ორი სტუდიური ჩანაწერი Future და Hndrxx გაავრცელა. პირველი მათგანი პლატინის, მეორე კი ოქროს სტატუსის მფლობელია. 2019 წელს არტისტმა მსმენელს დღეისთვის ბოლო ალბომი The WIZRD შესთავაზა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული