Thumbnail

არაერთი გრემის მფლობელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მელისა არნეტ ელიოტმა, სასცენო სახელით Missy Elliott, კომპოზიციაზე Throw It Back გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც ახალგაზრდა არენბი შემსრულებელი, ტიანა ტეილორი მონაწილეობს. რეპერის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობის ტრეკი მის ახალგავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერში Iconology შედის.

► მოუსმინეთ: Missy Elliott 5-ტრეკიან ჩანაწერს Iconology ავრცელებს 

მისი ელიოტმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს, არენბი ჯგუფში Sista დაიწყო, მოგვიანებით კი ჰიპ ჰოპ კოლექტივ Swing Mob-ს შეუერთდა. სადებიუტო სოლო ალბომი Supa Dupa Fly არტისტმა 1997 წელს გაავრცელა. ჰიტების Get Ur Freak On, One Minute Man და Work It ავტორმა ამ დრომდე, აშშ-ის მასშტაბით, 30 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ 5 გრემის მფლობელი ელიოტი ყველაზე დროის ყველაზე გაყიდვად ქალ რეპერად ითვლება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული