Thumbnail

მოუსმინეთ: Missy Elliott 5-ტრეკიან ჩანაწერს Iconology ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ქალი ჰიპ ჰოპ არტისტი, მელისა არნეტ ელიოტი, სასცენო სახელით Missy Elliott, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ლეგენდარულმა რეპერმა ახალი EP სახელწოდებით Iconology გამოაქვეყნა, რომელიც 5 კომპოზიციას აერთიანებს.

► ნახეთ: ჰიპ ჰოპ არტისტები Missy Elliott და Timbaland სტუდიაში შეიკრიბნენ 

► ნახეთ: Lizzo და Missy Elliott კლიპს Tempo ავრცელებენ 

მისი ელიოტმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს, არენბი ჯგუფში Sista დაიწყო, მოგვიანებით კი ჰიპ ჰოპ კოლექტივ Swing Mob-ს შეუერთდა. სადებიუტო სოლო ალბომი Supa Dupa Fly არტისტმა 1997 წელს გაავრცელა. ჰიტების Get Ur Freak On, One Minute Man და Work It ავტორმა ამ დრომდე, აშშ-ის მასშტაბით, 30 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ 5 გრემის მფლობელი ელიოტი ყველაზე დროის ყველაზე გაყიდვად ქალ რეპერად ითვლება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული