Thumbnail

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა წარმომადგენელმა, ჯეფრი ლამარ უილიამსმა, ფსევდონიმით Young Thug, ცნობილ გამოცემასთან The Fader ინტერვიუში ახალი ალბომი სახელწოდებით Punk დააანონსა.

► ნახეთ: Young Thug ვიდეორგოლს Surf აქვეყნებს 

► ნახეთ: Young Thug-მა ყელსაბამში $250,000 გადაიხადა 

"Punk ჩემი შემოქმედებისგან სრულიად განსხვავებული იქნება. სულში ჩამწვდომი მუსიკა თაყვანისმცემლების გულს დაიპყრობს. ამ ალბომით მსურს, კლასიკური ჰიპ ჰოპის ჟღერადობა დავაბრუნო", - აღნიშნა ჯეფრიმ.

აღსანიშნავია, რომ თაგამ 9-წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის შემდეგ, 15 აგვისტოს სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა, რომელსაც მსმენელის დადებითი შეფასება მოჰყვა. ვარაუდობენ, რომ გამოსვლიდან ერთ კვირაში სტუდიური ჩანაწერის 150 ათასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდება.

► მოუსმინეთ: Young Thug ახალ ალბომს So Much Fun ავრცელებს 

ამასთან, ცნობილია, რომ ჯეფრი ატლანტელ კოლეგასთან, Future-სთან ერთად მათი კოლაბორაციული მიქსტეიპის მეორე ნაწილზე მუშაობს. სტუდიურ ჩანაწერში მონაწილეობას ახალგაზრდა სამხრეთელი მუსიკოსები Gunna და Lil Baby მიიღებენ.

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული