Thumbnail

ნახეთ: BTS-ის ახალი ვიდეოთამაშის თიზერი გავრცელდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეიბლმა Big Hit Entertainment პოპულარული კეიპოპ ბენდის, BTS-ის ახალი, ჯერჯერობით უსახელო მობილური თამაშის თიზერი გაავრცელა. ვიდეოს დასაწყისში მოქმედება სამოქალაქო არეულობის ფონზე ვითარდება, შემდეგ კი ვირტუალურ სამყაროში ვინაცვლებთ, სადაც BTS-ის ჯინისა და ჯონგუქის ანიმაციურ პერსონაჟებს ვხვდებით. 

► Big Hit Entertainment კეიპოპ ბენდის BTS ადრეული მოღვაწეობის შესახებ სერიალს იღებს

► ნახეთ: BTS-ის ახალი ვიდეოთამაში BTS World გავრცელდა

სად არის რუკა, რომელიც გვიჩვენებს გზას მომავლისკენ?" - ისმის კითხვა თრეილერის დასასრულს.

ვიდეოთამაში სამხრეთკორეულ კომპანია Netmarble-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, რომელმაც ბოიბენდის პირველი მობილური თამაშის BTS World შექმნაზეც იმუშავა. როგორც Big Hit Entertainment-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენგ სი-ჰიაქმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, თამაშები ერთმანეთისგან ჟანრობრივად განსხვავდება. ამ ეტაპზე უცნობია, როდის იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი ახალი ვიდეოთამაში.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული