Thumbnail

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, ორი ახალი კომპოზიცია All Facts და Got A Check გამოაქვეყნა. პირველ მათგანში ცნობილი არენბი შემსრულებელი Ty Dolla Sign მონაწილეობს, მეორეზე კი ჯერალდმა T-Pain-თან და ALLBLACK-თან ითანამშრომლა.

► მოუსმინეთ: G-Eazy სამტრეკიან ჩანაწერს B-Sides ავრცელებს 

► ნახეთ: O.T. Genasis - Bae (Remix) Ft. G-Eazy, Rich The Kid & E-40

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული