Thumbnail

ნახეთ: Quavo ვიდეორგოლს Virgil ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტური ჰიპ ჰოპ გაერთიანების Migos ლიდერი Quavo მსმენელს კომპოზიციაზე Virgil გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერის პროდიუსერი DJ Durel გახლავთ, რომელიც ყველაზე ხშირად სწორედ "მიგოსის" წევრებთან თანამშრომლობს. ტრეკი ლეიბლის Quality Control კომპილაციურ ალბომში Quality Control: Control The Streets Vol. 2 არის წარმოდგენილი.

► ნახეთ: Meek Mill და Quavo ერთობლივ ტრეკზე მუშაობენ 

► მოუსმინეთ: Lil Pump - Pose To Do Ft. French Montana & Quavo 

► ნახეთ: Mustard, Meek Mill, YG და Quavo კლიპს 100 Bands ავრცელებენ 

ქუავომ მუსიკალური კარიერა 2008 წელს ჰიპ ჰოპ გაერთიანება "მიგოსში" მოღვაწეობით დაიწყო. ჯგუფმა დღემდე სამი ალბომი გაავრცელა, რომელთაგან ორი Culture და Culture II კომერციულად წარმატებული გამოდგა. კოლექტივის ლიდერმა 2018 წლის 12 ოქტომბერს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Quavo Huncho ჩაუშვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული