Thumbnail

მოუსმინეთ: ტომ იორკი ახალ კომპოზიციას Daily Battles ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელი მუსიკოსი, ტომ იორკი ახალ კომპოზიციას Daily Battles ავრცელებს, რომელიც ედვარდ ნორტონის მომავალი კრიმინალური დრამის Motherless Brooklyn საუნტდრეკი იქნება. ჩანაწერში ასევე მონაწილეობს ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის ბასისტი Flea, რომელსაც იორკთან ერთად სუპერჯგუფი Atoms for Peace აქვს შექმნილი.

► ნახეთ: პოლ ტომას ანდერსონმა ტომ იორკის ალბომის Anima შესახებ ფილმი გადაიღო

► რეცენზია: Thom Yorke - ANIMA

ედვარდ ნორტონი, რომელიც ფილმის რეჟისორი, სცენარის ავტორი, პროდიუსერი და, ასევე, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია, კომპოზიციის შექმნის თხოვნით ჯგუფ Radiohead-ის ფრონტმენს თავად დაუკავშირდა.

იუთუბზე ასევე გავრცელდა კომპოზიციის ინსტრუმენტული ვერსია, რომელსაც ამერიკელი ჯაზ მუსიკოსი, უინტონ მარსალისი ასრულებს.

Motherless Brooklyn, რომლის პრემიერაც მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება, ჯონათან ლეტემის ამავე სახელწოდების ნოველას ეფუძნება. კინოსურათში, ედვარდ ნორტონთან ერთად, მსახიობები უილიამ დეფო და ბრიუს უილისი მონაწილეობენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული