Thumbnail

ნახეთ: Foo Fighters-ის კონცერტზე 5 წლის ბიჭუნამ სცენაზე იცეკვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Foo Fighters ბელფასტში, ფესტივალ Vital-ზე კონცერტი გამართა. ღონისძიების მიმდინარეობისას ბენდის ფრონტმენმა, დეივ გროლმა სცენაზე 5 წლის ბიჭუნა, სახელად ტეილორი აიყვანა, რომელმაც კოლექტივის კომპოზიციაზე All My Life იცეკვა. 

► ნახეთ: ფესტივალ Lollapalooza-ზე დეივ გროლმა თავის ექიმს My Hero უმღერა 

"ტეილორ, შეგიძლია, აჩვენო ხალხს, როგორ ცეკვავ?", - მიმართა დეივმა ბიჭუნას.

აღსანიშნავია, რომ Foo Fighters-ის კონცერტი პირველი იყო, რომელსაც ტეილორი აქამდე დასწრებია. მისი მშობლები ბენდის გულმხურვალე თაყვანისმცემლები არიან და შვილს სახელი ჯგუფის დრამერის, ტეილორ ჰოკინსის პატივსაცემად დაარქვეს.

Foo Fighters 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 12 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა. ბენდმა მსმენელებს 2017 წელს რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი Concrete and Gold შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული