Thumbnail

ნახეთ: ტეილორ სვიფტმა და სტელა მაკკარტნიმ ტანსაცმლის კოლექცია შექმნეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა და ბრიტანელმა დიზაინერმა, სტელა მაკკარტნიმ ტანსაცმლისა და აქსესუარების ერთობლივ კოლექციაზე იმუშავეს. სამოსი მუსიკოსის მომავალი ალბომის Lover შთაგონებით არის შექმნილი. სტუდიური ჩანაწერი და კოლექცია გაყიდვაში 23 აგვისტოს ჩაეშვება.

► ნახეთ: ტეილორ სვიფტი ამერიკული Vogue-ის ფოტოსესიაში

► ნახეთ: Grimes-მა სტელა მაკკარტნისა და Adidas-ის ერთობლივი კოლექცია წარადგინა

ტეილორ სვიფტმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში მომღერალმა გრემის ჯილდო მიიღო და ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსიც მოიპოვა. მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. გამოცემა Time-მა ტეილორი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად სამჯერ, 2010, 2015 და 2019 წლებში დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული